გამოცდილებითი NLP პრაქტიკა თვითცნობიერებისთვის
გონების პატერნები, ენა და ცვლილება
ერთხელაც ამჩნევ, რომ რასაც განიცდი, არ არის მხოლოდ იმის შესახებ, რაც ხდება შენს გარეთ. ეს იმის შესახებ არის, თუ როგორ აშენებ ამ გამოცდილებებს შენს შიგნით, როგორი საპასუხო რეაქციები გაქვს, როგორი განცდები და ფიქრები გიჩნდება ამბებზე, რომელიც ხდება თავისთავად. შესაძლოა, ეს გაცნობიერება არც იყოს დრამატული მომენტი და უბრალოდ მშვიდი წერტილია, სადაც ახლა ხარ. ან პირიქით – იყოს ემოციებით სავსე. ხშირად, ეს ყველაზე მეტად ჩანს ურთიერთობებში, გადაწყვეტილებებში ან მაშინ, როცა ერთი და იგივე რეაქციებს იმეორებ. და აქვე კითხვა შენთვის: ამ პროცესში რა არის შენი საყრდენი?
გონების პატერნები, ენა და ცვლილება არ არის NLP-ს სასწავლო პროგრამა. ეს არის გამოცდილებაში შესვლა NLP-ს გზით, სადაც ერთად გავივლით შემდეგ ციკლს: აღქმა – ენა – პატერნები – ემოციები – იდენტობა – სასურველი მდგომარეობა. ამ პროცესში ყველა მონაწილე წაიღებს იმ გაცნობიერებას, რისთვისაც არის მზად – ზოგი ცვლილებებს, ზოგი არაფერს. ასე რომ, რისთვის ხარ მზად? რის დატევა შეუძლია შენს სხეულს?
ჩვენ ვნახავთ, როგორ ვაშენებთ გამოცდილებებს, ჩვენი ენა როგორ ქმნის რეალობას, ქცევის პატერნები როგორ აყალიბებს ჩვენს საპასუხო რეაქციებს, როგორ არის დაკავშირებული შინაარსები და ემოციები, როგორ ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც არც ისე თავისუფალია, როგორც ჩანს და ხშირად, სწორედ ამ ყველაფრისგან არის განპირობებული.
ეს პროგრამა არის გამოცდილებითი NLP პრაქტიკა თვითცნობიერებისთვის და ჩვენი მიზანია დავრჩეთ იმ ყველაფერთან, რაც გახდება ხილული პრაქტიკის დროს, როცა საკუთარ თავს და ამბებს შევხედავთ NLP პარადიგმიდან.
მთავარი კითხვა, რომელსაც ეს პროცესი ატარებს, არის: როგორ ხდები საკუთარი თავი ამ კომპლექსურ და სხვებთან გაზიარებულ სამყაროში?
