მიუხედავად იმისა, რომ ეს მონოლოგი მე დავწერე, ვერაფრით მოვიფიქრე ამ ტექსტის წანამძღვარი. იყოს ასე…

ისე მოხდა, რომ ამ სამყაროში ყველაფერს თავისი მიმართულება აქვს. რაღაც იწყება, მთავრდება, მიმდინარეობს, ერთმანეთში გადადის-გადმოდის, ხან წრიულია, ხანაც სპირალური, ხან მაღლა ადის და ხან დაბლა ჩამოდის, ხან სწორი ხაზია, ხან წერტილი, ხანაც მძიმე – და მაინც, ამ სამყაროში მიმართულება ყველაფერს აქვს. იწყება, სრულდება. ვიწყებით, ვსრულდებით. და მაშინ რატომაც არა – გვქონდეს ადამიანებს მიმართულება. ნუ მივაჩუმებთ ამ კითხვას – რისთვის ვარ? და ახლა საით? არ მიყვარს სიტყვა მისია. რაღაცნაირად ისე ჟღერს, თითქოს მთები უნდა მოვგლიჯო და სხვაგან გადავდგა, ან რაღაც აღმოჩენა-გარღვევა გავაკეთო, ან ვიღაც-რაღაც გადავარჩინო და ა.შ. მოკლედ, ჩემთვის სიტყვა მისია „დიადად“ ჟღერს. იმაზე დიადად, ვიდრე მე შემიძლია ვიყო ან შევეჭიდო. თუმცა, სიტყვა დანიშნულება ჩემთვის ლამაზია და შინაარსშიც მოქნილი. აბა წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილას და არ იცით რა აირჩიოთ, რა გზას დაადგეთ. ასეთი გზა ბევრი შეიძლება იყოს. ერთ დილას ერთი განწყობით იღვიძებთ და „აჰა, აი ეს არის, მოდი ამ გზას ავირჩევ“. მეორე დილას კი მეორე განწყობით და წინა დღის არჩეულ გზასაც კითხვის ნიშნებს მიუყენებთ – იქნებ ეს მეორე გზა ჯობია? და იქნებ სულაც მესამე? არადა, სამყარო დიდია. ეს გზებიც უთვალავია. სადაც გაიხედავ, ყველგან გზაა, ყველგან შეგიძლია გაიარო – გაკვალულზეც და გაუკვალავზეც. თუმცა, შენი რომელია? გული საითკენ მიგიწევს? სხეული რას გეუბნება? ფიქრები რას…

ვისაც ფრენკ ჰერბერტი ჩემსავით უყვარს, ის აუცილებლად ამოიცნობს მის წიგნში განფენილ ამ ჭეშმარიტებებს. მე კი მომინდა ეს ყველაფერი საკუთარი თავისადმი მონოლოგად მექცია.

AI Generated image by me

გაიხსენე ირინე, ყველაფერი გაიხსენე. ხსოვნის მრავალ ადგილას ჩაიხედე – საკუთარი სხეულის ხსოვნის. წარსულის იმდენი გზა გაქვს გავლილი, დაათვალიერე… მაგრამ მხოლოდ ქალური გზა და ნუ გაგერევა ხმაში სინანული. დიახ, არის ადგილი, რომლის დანახვაც არ შეგიძლია, ძრწოლას გგვრის, ახლოსაც ვერ ეკარები… მაგრამ ჩაიხედე იქ, სადაც ახლა ვერ ხედავ: ქალურ და მამაკაცურ წარსულებში. და მერე რა, რომ უცხოობის ბეჭედი გაქვს დასმული. მერე რა… დაემორჩილე, ირინე, რადგან ვინც ემორჩილება, ის მბრძანებლობს. დაეყრდენი, ოთხ ბურჯს დაეყრდენი: ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. და იცოდე, ეს ყველაფერი ფუჭია. იცოდე, რომ სიცოცხლის საიდუმლო გადასაჭრელი პრობლემა კი არაა, არამედ რეალობა, რომელიც უნდა განიცადო. პროცესს ვერ ჩასწვდები მისი გაჩერებით. წვდომამ პროცესის მდინარებას უნდა მისდიოს, შეერწყას მას და მასთან ერთად იდინოს.   გახსოვდეს, ირინე, ეს პლანეტა ბევრი რაღაცის ჯამია: ხალხის, მიწის, ცოცხალი არსებების, მთვარეების, დინებების, მზეების – უცნობი ჯამი, ბუნდოვანი ერთობას „ახლა“. და დაფიქრდი: რა არის „ახლა“? ყოველთვის ჰკითხე შენ თავს, ირინე: რა გრძნობა გაკლია, რომ არ შეგიძლია დაინახო და ისმინო გარშემო არსებული სხვა სამყარო? რა გაკრავს გარს, რასაც ვერ…? თუ საქმე გონებაშია, გახსოვდეს: გონება უბრძანებს სხეულს და ის ემორჩილება. გონება უბრძანებს თავის თავს და წინააღმდეგობას აწყდება. თუ საქმე შიშშია, გახსოვდეს: შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია,…

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

ამ ძალიან ცნობიერ პროცესში ერთი უტყუარი ჭეშმარიტება არსებობს: მარადიულია მხოლოდ ცვლილება. ჩემი გაგებით, სელფის ტრანსფორმაციაც ამას ნიშნავს, აცნობიერებდე, რომ ცვლილებები გარდაუვალია და საკუთარი თავი გახადო ამ პროცესის შემქმნელად. კი არ დაელოდო, როდის დაგმართებს გარემო იძულებით ცვლილებას, არამედ თავად დააინიცირო და მართო პროცესი. არადა, ცვლილებები თითქოს მტკივნეულია. განსაკუთრებით, დიდი ცვლილებები და განსაკუთრებით, დიდხნიანი პაუზის შემდეგ. შემჩნეული მაქვს, რომ პატარა დოზებით ცვლილებებს ისეთი შემაშფოთებელი ემოციები არ ახლავს თან. ამიტომ, სელფის ტრანსფორმაციის პროცესში, ჩემი თავისთვის ვიპოვე ასეთი მიდგომა: პატარა ნაბიჯების ხელოვნება. სელფის ტრანსფორმაცია, როგორც ვთქვი, ცნობიერი პროცესია და ის მოითხოვს საკუთარი იდენტობის, ფასეულობების, რწმენების და ქცევის პატერნების კარგად გადააზრებას. პირველ სიგნალად ჩნდება გაცნობიერება, რომ ცვლილება საჭიროა და ამას მოჰყვება ერთგვარი აღიარება, ხმამაღალი დეკლარირება. ძალიან ხშირად ეს ნეგატიურ ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც იწვევს რაიმე ცხოვრებისეული მოვლენა, საიდანმე გაქცევის სურვილი (ეს შეიძლება იყოს როგორც ურთიერთობები, ასევე პროფესიული გარემო). მე ამას ერთგვარ ჩამრთველს ვეძახი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი სამოქმედო ბიძგის მიცემა ადამიანისთვის. და თუკი ამ სიგნალს სათანადოდ მოვუსმენთ, ჩნდება მოტივაცია, რომელიც გვეხმარება წინააღმდეგობების გადალახვაში, ჩნდება სურვილი, რომელიც გვახედებს მომავალში და ჩნდება ერთგვარი ხედვა იმისა, თუ რისთვის გვინდა იყოს ჩვენი ცვლილება, ცხოვრების რომელ ასპექტში და რა შედეგების მომტანი. მერე მოდის ცოდნის ეტაპი. ეს ის საინტერესო ნაწილია, სადაც ახალ…

თითქოს ამაზე დიდად ლაპარაკს ვერ ვახერხებ, რადგან ყველაზე მეტად მიჭირს რაიმე სიტყვებით აღვწერო ეს პროცესი – ის, რაც ჩუმად დამზერას მოაქვს. თუმცა, გადავწყვიტე მაინც ვცადო. ვაცნობიერებ, რომ ეს აღწერა იქნება ცალმხრივი და ალბათ აჩვენებს მხოლოდ ერთ ფოკუსს. პროცესი კი მრავალმხრივი და მრავალსახიანია.

თითქოს მინდოდა დამეწერა დამკვირვებლის ეფექტზე, როგორც ამას კვანტური ფიზიკის სხვადასხვა ექსპერიმენტები აღწერს, ვიგნერის მეგობრის პარადოქსზე, ცოტა რამ ობიექტური რეალობის შესახებაც. თუმცა, ვუყურებ ცარიელ ფურცელს და მახსენდება, როგორი ცარიელი გამოვედი ბევრ საათიანი მდუმარე მედიტაციის პრაქტიკიდან გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს. დღეების მანძილზე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი სუნთქვას. დღესაც ძალიან ცარიელი გამოვედი 5 რიტმის 10+ საათიანი ვორქშოპიდან. გადაბმულად რამდენიმე საათი, ჩემი სხეული სხვადასხვა რიტმის ქვეშ მოძრაობდა ასევე ჩუმად, უმიზნოდ და უბრალოდ ვაკვირდებოდი რა ხდებოდა შიგნით. სიცარიელე ამ ორივე შემთხვევაში კარგი გაგებისაა. ეს ნამდვილად არის არაფრის მდგომარეობა – როცა სხეულშიც არაფერია, გონებაშიც, წარსულშიც, მომავალშიც. საითაც გაიხედავ, ყველგან ყველაფერი დაცლილია სიტყვებისგან, აზრებისგან, შეფასებებისგან და შენ უბრალოდ ხარ. წინა კვირას ასეთი წინადადებაც ვუთხარი მეგობარს, მე მხოლოდ ვარ „ვარ“-ის პროცესში, სულ ეს არის. თითქოს ამაზე დიდად ლაპარაკს ვერ ვახერხებ, რადგან ყველაზე მეტად მიჭირს რაიმე სიტყვებით აღვწერო ეს პროცესი – ის, რაც ჩუმად დამზერას მოაქვს. თუმცა, გადავწყვიტე მაინც ვცადო. ვაცნობიერებ, რომ ეს აღწერა იქნება ცალმხრივი და ალბათ აჩვენებს მხოლოდ ერთ ფოკუსს. პროცესი კი მრავალმხრივი და მრავალსახიანია. მეტაფორული შედარება რომ მოვიყვანო, თითქოს შედიხარ ას სართულიან შენობაში, რომელსაც უამრავი ფანჯარა აქვს. ყველა ფანჯრიდან სხვადასხვა ხედი იშლება, სამყაროს სხვადასხვა სურათი ჩანს. შენ კი ერთ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შეგიძლია…

ცვლილებები მტკივნეულია და იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე, ძალიან უნდა ენდობოდე საკუთარ თავს. ამ გზაზე გაგატარებს მხოლოდ განზრახვა, მხოლოდ იდეა და ვერაფერი სხვა.

ნუ გეშინია ფერისცვალების. თუკი მოგინდება, რომ ყველაფერი ძველი გაუშვა, დაე იყოს ასე. მიიღებ სივრცეს, რომელსაც შეავსებ ახლით. ნუ გეშინია განზრახვების. რადგან თუკი განზრახვები გაჩნდა, ე.ი. აზროვნებ და აქტი შედგა. ათვლაც დაიწყო. სადღაც აუცილებლად ამოფეთქავს. როდის და როგორ, ეს შენი გადასაწყვეტია. ნუ გეშინია შიშების. სხვანაირად განზრახვები არ ჩნდებიან. ნუ გეშინია ახლად დაბადების. ეს ყველაზე მაგიური რამეა. ეს ნიშნავს, რომ მანამდე არარსებული შექმენი, საკუთარივე თავისაგან. და სიყვარულით. მხოლოდ სიყვარულით. ყველა ცხოვრება ცვლილების ამბავია. ცვლილებები ძნელია. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მოაქვს ცვლილება. და სამყარო მუდამ ცვალებადია. თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ადამიანებს ცვლილებების გვეშინია. შიშებზე უამრავი თქმულა, უამრავი დაწერილა. თუმცა, ამ მომენტში ეს მახსენდება: “შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, რომელსაც სრული დავიწყება მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე” – დიუნი. ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეჰყვე, ფრთები მოკეცო და ქარიშხალს შეჰყვე. აცადო შიშს გაიაროს შენში და შენზე. ზოგჯერ აქამდე არსებული ქცევა, შაბლონი, პატერნი, განმეორებადობა ან ის, რაც გიშენებია, რაც სხეულის ყველა უჯრედმა ავტომატურ დონეზე იცის, უბრალოდ უნდა მოარღვიო, ჩამოანგრიო კედელი შენს წინ და გაიხედო იმის მიღმა. იქ, სადაც შენი შინაგანი მზერა ჯერ…

თითქოს ვცხოვრობთ ფსევდო-რეალობაში, რომელიც გვინდა, რომ იყოს მანიფესტირებული. თითქოს ყველა ადამიანი, ყველა მოვლენა ამას უნდა მოერგოს. თითქოს ადამიანებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ჩვენი. თითქოს ჩვენ ავტომატურად შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარმოსახვა და თითქოს ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა.

ადამიანები საკუთარი წარმოსახვის ტყვეები ვართ. მე შენთან მოვდივარ ჩემი წარმოდგენებით შენზე, სადაც შენ დგახარ კონკრეტულად შენთვის მოხაზულ ადგილას. იქცევი ისე, როგორც მე ეს გადავათამაშე წინასწარ, ჩემს გონებაში. ამბობ იმას, რაც ჩემი უკვე დაწერილი სცენარით უნდა თქვა და ღმერთმა ნუ ქნას, უადგილო ადგილას გაიცინო ან რამე ის ემოცია გქონდეს, რომელიც მე წინასწარ არ მომინიჭებია, დაგსჯი. აუცილებლად დაგსჯი. და შესაძლოა ამ დასჯას დავარქვა ნებისმიერი სახელი. ყველაფერი, გარდა დასჯისა. შესაძლოა ვთქვა, რომ შენ მე გული მატკინე. ეს ტკენაც დაგისაბუთო. შენც თავი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ ვერცერთი ვერ მივხვდეთ, რომ ორივე ჩვენი წარმოსახვების ტყვეები ვართ. ჩვენი წარმოსახვებისა ერთმანეთზე, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევთხზეთ. საბოლოო ჯამში, მთელი ჩვენი ურთიერთობა არის არა “მე და შენ”, არამედ წინასწარ შედგენილი სცენარების ჭიდილი: ჩემი სცენარი vs შენი სცენარი. და აქ არ არის კონტაქტი. რა ხდება მერე? მერე ვაგრძელებთ სცენარებით ურთიერთობას. ამ სცენარებში არის შენი ფსიქოლოგიური ტრავმები, ჩემი შიშები, შენი კომპლექსები, ჩემი მავნე ჩვევები, შენი რწმენა-წარმოდგენები, ჩემი როლ-მოდელები, შენი წითელი ღილაკები, ჩემი წაშლილი საზღვრები. მერე ეს ყველაფერი ერთმანეთში ითქვიფება და მერე ვიტყვით, აუცილებლად ვიტყვით, რომ ყოფამ შეგვჭამა. და არცერთს არ მოგვდის თავში აზრად, რომ არსებობს კონტაქტი, მთელი ამ სცენარებისგან თავისუფალი კონტაქტი. კი, არის ემოციებიც, არის ვნებაც, არის ყოფაც, ვართ ჩვენც, არიან სხვებიც,…

ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივაგენი. სამყაროში ყოფნის ფორმულა, რომელსაც მე ვიპოვი, არის მხოლოდ ჩემი და შენ არაფერში გარგია. შენ შენი ფორმულა უნდა იპოვო. არც იუნგის არქეტიპებშია ეს ფორმულა, არც ჰაიდეგერის ყოფიერებაზე მსჯელობებში და არც ბუდისტურ შეგონებებში.

კარლ იუნგის 12 არქეტიპში არის ერთ-ერთი – მაძიებელი, რომელსაც ასევე უწოდებენ მკვლევარს, მოგზაურს, აღმომჩენს. ეს არქეტიპი სამყაროსთან ურთიერთობს ახალი ინფორმაციის მიღებით, სიახლეების ძიებით, ახლის სწავლით და შემეცნებით, აღმოჩენებით. მისი მიზანია იცხოვროს სავსე ცხოვრებით, მატერიალური ნივთების ნაცვლად, შეაგროვოს ემოციები და მოგონებები. მაძიებელი არის ავთენტური, ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი. მისი მთავარი დრაივია თავისუფლება და ამ თავისუფლების გამოყენებით სამყაროს შეცნობა. მთავარი შიში კი – ხაფანგში მოხვედრა და შინაგანი სიცარიელე. და ის სულ ეძებს პასუხს კითხვებზე: რისთვის ვარ აქ? რა არის ჩემი დანიშნულება? გეცნოთ საკუთარი თავი? Welcome to the club :))) ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება. ერთხელ, მაშინ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა, ასეთი სიტყვები მითხრა: „შენნაირი ადამიანები უბედურები კვდებიან. მთელი ცხოვრება რაღაცას ეძებენ, თვითონაც არ იციან რას, ვერ პოულობენ და არიან ასე უბედურები“. მაშინ შემზარა ამ განაჩენივით ნათქვამმა სიტყვებმა. დღეს მესმის. ყველა იმ ადამიანის მესმის, ვინც ვერაფრით გებულობს, რატომ ვსწავლობ ყველაფერს მებაღეობით დაწყებული, კვანტური ფიზიკით დამთავრებული. მესმის, რადგან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივაგენი. სამყაროში ყოფნის ფორმულა, რომელსაც მე ვიპოვი, არის მხოლოდ ჩემი და შენ არაფერში გარგია. შენ შენი ფორმულა უნდა იპოვო. არც იუნგის არქეტიპებშია ეს ფორმულა, არც ჰაიდეგერის ყოფიერებაზე მსჯელობებში და არც ბუდისტურ შეგონებებში. ეს წერილი გამახსენდა, რომელიც ცოტა ხნის დავუწერე ჩემს მეგობარს, რომელიც 20 წლისაა და რომელმაც…

მე რომ შენი ქოუჩი ვიყო, ვერაფერსაც ვერ გეტყოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვინ ვარ მე, რომ ვიცოდე, რა არის შენთვის რაიმეს გაცნობიერების ან ქმედების საუკეთესო ვერსია? თუკი ვინმემ ეს შეიძლება იცოდეს, ხარ მხოლოდ შენ, მთელი შენი შინაგანი რესურსებით და გარედან შემოსული იმპულსებით.

მე რომ შენი ქოუჩი ვიყო, ვერაფერსაც ვერ გეტყოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვინ ვარ მე, რომ ვიცოდე, რა არის შენთვის რაიმეს გაცნობიერების ან ქმედების საუკეთესო ვერსია? თუკი ვინმემ ეს შეიძლება იცოდეს, ხარ მხოლოდ შენ, მთელი შენი შინაგანი რესურსებით და გარედან შემოსული იმპულსებით. მეორე რიგში იმიტომ, რომ ქოუჩები, ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, რჩევებს არ გავცემთ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ქოუჩები არც გურუები ვართ, არც შამანები და არც გულთმისნები. უბრალოდ, ვიცით ორი რამ: როგორ მოგასმენინოთ საკუთარი შინაგანი ხმისთვის და როგორ გაჩვენოთ ეს პროცესი გარედან, ანუ ჩაგახედოთ სარკეში. იმ სარკეში, რომელსაც, როგორც წესი, ყველანი გავურბივართ. თუმცა, აუცილებლად დგება წამი, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, იხედები ამ სარკეში და მერე იწყება ის, რასაც ზოგმა „ჯადოსნობა“ დაარქვა, ზოგმა „შამანობა“ და ა.შ. არაფერი ჯადოქრული ამაში არ არის და ყველაფერი ადამიანური ამ პროცესში არის. თავისი შიშებით, წინააღმდეგობებით, გაბრძოლებებით, დანებებებით, „მსხვერპლის“ თუ „გადამრჩენელის“ როლებით და ა.შ. ჩემი პრაქტიკის მეშვიდე წელია. დაახლოებით შეგიძლია წარმოიდგინო, რა რაოდენობის ამბავი მაქვს მოსმენილი ადამიანებისგან. თუმცა, ამაზე გლობალურად არასდროს მიფიქრია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე სპიკერობა მთხოვეს, დავიწყე ფიქრი რაზე მინდოდა მელაპარაკა აუდიტორიასთან და მივხვდი, რომ მე მაქვს უსაზღვრო  სიმდიდრე – ადამიანები თავიანთი ამბებით. დავსვი კითხვა: რა აქვს საერთო ამ ამბებს? ის, რაც გვაფიქრებს, გვაღელვებს,…

ეს შიშები როგორც ჩნდებიან, ისევე ქრებიან. ძალიან ხშირად ისიც კი საკმარისია ადამიანს გონებაში მოუხსნა ბარიერი. სულ ერთი წამით, მისცე საშუალება წარმოიდგინოს, რომ კი არ ეშინია, პირიქით, ყველაფერი შეუძლია. და რას გააკეთებდა ამ დროს?

უნდა შეგეშინდეს. ძალიან უნდა შეგეშინდეს. და მერე მოგინდეს შენს შიშებთან პირისპირ აღმოჩნდე და დიალოგი გააბა. შიში ბევრნაირია. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ადამიანის გონება მოიფიქრებს. ვიხსენებ, ბოლო 6 წლის მანძილზე რამდენი ადამიანი მჯდარა ჩემს „ყვითელ სავარძელში“ და რამდენი ამბავი მოუყოლია. რამდენი შიში მომისმენია და რამდენი რამის შემშინებია მე თვითონ. ძირითადად, ეს ყველაფერი აისახება თითო მოკლე ფრაზით: რომ არ გამომივიდეს? … ვერ შევძლებ… ვერ წარმომიდგენია … არ გამომივა … ხელს შემიშლის ესა და ეს … მე რომ ბედი მქონოდა :))))) ეს ყველაფერი შიშებია. ნაირ-ნაირი და ჭრელ-ჭრელი. და საერთო რა აქვთ იცით? ენერგიას გაცლიან. სრულიად უმოქმედოს გხდიან და შენი სხეულით იკვებებიან. ჩაიბუდებენ და არიან შენთან მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ დროა წამოდგე, შიშები ჩამოიფერთხო, ფანჯარა შეაღო და ღრმად ჩაისუნთქო. თუმცა, ისეც ხდება, რომ წამოდგომის ნაცვლად, მათთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას და, რაღაც მომენტში, ისე ეგუები ამ ყველაფერს, რომ შენი მე-ს შემადგენელი ნაწილი ხდება. ნელ-ნელა პატარავდები, იცრიცები და იწყებ მტკიცებას, რომ ეს ასეა, რომ აუცილებლად მიგატოვებენ, რომ აუცილებლად დამარცხდები, რომ აუცილებლად შეგეშლება, რომ აუცილებლად არ გამოგივა, აუცილებლად რთულია ან თითქმის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, შეგეშლება კიდევაც და დამარცხდები კიდევაც, მაგრამ რას აკეთებ მერე? ერთი დიდი შიში მაშინ ვჭამე, როცა მითხრეს, “აბა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე