ჩვენი პერსონალური ნარატივი – ამბის თხრობა შეიძლება იყოს ღრმად თერაპიული პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამას თვითცნობიერად და თანმიმდევრულად ვაკეთებთ. ეს არის შემოქმედებითი ჭვრეტა ავთენტური სელფისა და იმ გამოცდილებისა, რამაც აქ და ამჟამად, ამ წერტილში მოგვიყვანა. ჩვენი ყოფიერების და ქმედების ყველაზე დაფარული განზრახვები, მოტივები და პატერნები ჩვენსავე ისტორიაშია. უბრალოდ, ხშირად, ეს ყველაფერი ცნობიერი არ არის და ყოველდღიურობაში თავს იჩენს როგორც ერთგვარი ავტოპილოტი. დაწერილ სიტყვას მკურნალი ძალა აქვს.
ცნობიერი ნარატივი ავტობიოგრაფიული წერის ციკლია. მიზანია შევიდეთ თვითცნობიერებაში და ეს პროცესი გავხადოთ სიღრმისეული, შეფასებებისგან და განსჯისგან თავისუფალი.