mproject.space - ცნობიერების შესახებ
პირველ რიგში, ეგზისტენციალური ქოუჩინგი ცნობიერების კვლევაა. ის კითხვები, რომელსაც აქ ვსვამთ, აუცილებლად დაგაყენებთ გამოწვევის წინაშე, რომ მზერა ჩაატრიალოთ შიგნით და დაინახოთ საკუთარი თავის სინამდვილე, თქვენი ავთენტურობა, თუ ვინ ხართ, რა ფუნდამენტურ ფასეულობებს ეყრდნობით, რა არის თქვენი დანიშნულება, რა რწმენები გაქვთ და როგორია თქვენი ნარატივი, როგორ გამოიხატება თქვენი ნება და რა შინაარსებს ქმნით ცნობიერად თქვენი ცხოვრების გზაზე.
ეს არის ფიქრის მაპროვოცირებელი მიდგომა, სადაც ერთმა კითხვამ, ერთმა გაცნობიერებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ყოფნა. ეს არის თვითგამორკვევის, თვითშემეცნების და საკუთარი ჭეშმარიტების ძიების პროცესი, რომელსაც მოაქვს სიცხადე, სიმშვიდე და წინასწორობა.
ეგზისტენციალური ქოუჩინგი არ არის სწრაფი შედეგისკენ მიმართული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი, ღრმა შინაარსის და ფუნდამენტურ ცვლილებებზე დაფუძნებული გზა, რომლის გავლასაც სჭირდება მტკიცე ნება. ამიტომ, სანამ ამ პროცესში შემოხვალ, აუცილებლად გკითხავდი – რისთვის გინდა?
ეგზისტენციალურ დიალოგში ხშირად ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანი და მისი დანიშნულება, თავისუფალი ნება, სამყაროს ცოდნა, რწმენა და რწმენის ხარისხები, შემოქმედებითობა და ინტუიცია, ინტელექტურალური მემკვიდრეობა, არჩევანი და პასუხისმგებლობები, შიშები, გონების ხაფანგები, სიცოცხლე და სიკვდილი, მიმართებები მე-ს, ადამიანებს და სამყაროს შორის.
შინაგან სინამდვილესთან დაახლოება; იდენტობის, ღირებულებების და რწმენების გაცნობიერება – როგორია სამყაროს შენეული აღწერა და ვინ ხარ შენ?
ცხოვრების ფუნდამენტურ კითხვაში გამორკვევა – რა გზის გავლაში გინდა დაიხარჯო, რას გინდა მიეძღვნა? რა არის სინამდვილეში შენთვის ღირებული და რისთვის ხარ აქ?
შიშების და სოციალური კონსტრუქციების კავშირების გაცნობიერება; შენ, როგორც ადამიანი, როდესაც არჩევანს აკეთებ, სამყაროს რა აღწერიდან ამოდიხარ და ამ აღწერაში რა პერსპექტივები არსებობს?
რა არის შენი, როგორც პიროვნების საყრდენი? რა გამყოფებს წონასწორობაში? როგორ ურთიერთობ ცვლილებებთან? შინაგანი კონფლიქტების გადააზრება და საკუთარი ყოფნის ფუნდამენტის ძიება, რომელსაც თუკი იპოვი, მერე დააშენებ რაც მოგინდება <3
გაცნობითი შეხვედრა უფასოა
ეგზისტენციალური დიალოგი არის სივრცე ღრმა გააზრებისთვის – იმისათვის, რომ მეტად ავთენტური გახდეს ადამიანი, მეტად გამოვიდეს სოციალური კონსტრუქციებიდან, გარედან თავს მოხვეული რწმენებისგან და მეტად დაუახლოვდეს თავის შინაგან სინამდვილეს. ეს, გარკვეულწილად, შფოთის მომგვრელიცაა და სავსებით ნორმალურია. ადამიანებს გვაშფოთებს გაუკვეველი, ბუნდოვანი მოვლენები. შიგნით ჩახედვა კი ბუნდოვანებასთან შეხებით იწყება, არ ვიცი-სთან დამეგობრებით იწყება. და ყველაზე ხშირად სწორედ ეს არ ვიცი ხდება ე.წ. „გამოღვიძების ზარი“.
პირველი ნაბიჯია გაცნობითი შეხვედრა, სადაც მოგისმენ და გექნება შესაძლებლობა დამისვა კითხვები პროცესთან, მეთოდთან და თემებთან მიმართებაში. თუკი გადაწყვეტ ამ გზით წახვიდე, შევთანხმდებით სესიების ჩატარების დროზე, პერიოდულობაზე, ფორმატზე და ღირებულებაზე.
მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ ეს არ არის თერაპიული პროცესი და მე არ გავცემ რჩევებს. მე დავსვამ კითხვებს, ზოგჯერ პროვოკაციულს, ზოგჯერ მარტივს, ზოგჯერ ღრმას; შევქმნი პროცესს გაცნობიერებისთვის, შენ რა შედეგისთვის ხარ მზად, შენი არჩევანია.
ირინა ჭოჭუა: სერტიფიცირებული ქოუჩი – PCC; NLP პრაქტიკოსი – The Society of Neuro-Linguistic Programming™; სამაგისტრო პროგრამების ავტორი – SEU; ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი – coachinglab.ge; კოგნიტური მეცნიერებების და ფილოსოფიის მოყვარული; TED სპიკერი; ტანგო, gaga dance და 5Rhythms მოცეკვავე 🦩
შენთან ასეთი კითხვა მაქვს. რა არის შენი სანუკვარი სურვილი? ოღონდ, სანამ მიპასუხებ, ასეთ დათქმას გაგიკეთებ: ყველა შიში დაივიწყე; ყველა რწმენა-წარმოდგენა შემოიცალე; ყველა სოციალური როლი ჩამოიხსენი; ის საჭიროებები, რომელიც შენი ეგოდან მოდის, გაანულე; წარსულის გამოცდილება და მომავლის შფოთვა ჩამოიფერთხე სხეულიდან; ჩახსენი ემოციური მიჯაჭვულობა ყველას და ყველაფერის მიმართ, ჩაიხედე შენში და ისე მითხარი – რა არის შენი სანუკვარი სურვილი?
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3