მხოლოდ ჩემი მთლიანობიდან შემიძლია ვთქვა – მე და შენ. სხვანაირად ვერ. სხვანაირად ეს უბრალოდ სიტყვები იქნება, მიბაძვის მცდელობა, გაკონტროლებული პროცესი და არა თავისუფალი ვარდნა. ახლა ასეთ ეტაპზე ვარ, საკუთარ თავს ვაკვირდები ურთიერთობაში, ოღონდ არ ვგულისხმობ რომანტიულ ურთიერთობას. საკუთარ თავს ვაკვირდები ურთიერთობაში ყველასთან და ყველაფერთან. აი მაგალითად, მე და მიკროფონი, რომელიც დგას ურყევად. ასე მგონია, ძალიან ბევრს ელის ჩემგან და მაშინებს. კი, ვიტყვი – მე მიკროფონის მეშინია. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ხმა გაგებული იქნება და ეს ძალიან საშიში რამეა :))) ჰო, ვაკვირდები ურთიერთობებს. ვფიქრობ, აღარ არსებობს მხოლოდ მე. ყველაფერი გახდა მე და შენ ან მე და ის. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა წავაწყდი მარტინ ბუბერის გენიალურ ქმნილებას I and Thou. ჩემი დღევანდელი ინსპირაციაც ეს არის. მინდა მქონდეს მცდელობა წავიკითხო ეს ტექსტი არა კლასიკურად ფილოსოფიურად, როგორც კითხულობენ ხოლმე, არამედ ისე, ჩემებურად – რაც რეზონირებს ახლა ჩემში. წინა კვირას 5 რიტმის ვორქშოპზე ვიყავი. და ყველა ცეკვა, რაც ვიცეკვე, იყო მე და შენ. ზოგი ქალთან, ზოგი კაცთან, ზოგი ერთთან, ზოგი ყველასთან, ზოგი სივრცესთან, ზოგი იატაკთან, ზოგი ფანჯარასთან. ყველა ინტერაქციას თავისი შინაარსი, განცდა და სიღრმე ჰქონდა. და იყო ერთი ცეკვა, რომელმაც ყველანარი შფოთვა გამიქრო. არადა, მე სულ შფოთიანი ვარ, სულ ხმამაღალი, სულ სადღაც მეჩქარება,…
ჯერ ვიტყვი იმას, რომ სიტყვა მთლიანობას ძალიან ვერიდები. არც ის მინდოდა პოეტური ჩანახატი გამოსულიყო. ვერ ავიცილე ვერცერთი.