თითქოს ვცხოვრობთ ფსევდო-რეალობაში, რომელიც გვინდა, რომ იყოს მანიფესტირებული. თითქოს ყველა ადამიანი, ყველა მოვლენა ამას უნდა მოერგოს. თითქოს ადამიანებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ჩვენი. თითქოს ჩვენ ავტომატურად შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარმოსახვა და თითქოს ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა.

ადამიანები საკუთარი წარმოსახვის ტყვეები ვართ. მე შენთან მოვდივარ ჩემი წარმოდგენებით შენზე, სადაც შენ დგახარ კონკრეტულად შენთვის მოხაზულ ადგილას. იქცევი ისე, როგორც მე ეს გადავათამაშე წინასწარ, ჩემს გონებაში. ამბობ იმას, რაც ჩემი უკვე დაწერილი სცენარით უნდა თქვა და ღმერთმა ნუ ქნას, უადგილო ადგილას გაიცინო ან რამე ის ემოცია გქონდეს, რომელიც მე წინასწარ არ მომინიჭებია, დაგსჯი. აუცილებლად დაგსჯი. და შესაძლოა ამ დასჯას დავარქვა ნებისმიერი სახელი. ყველაფერი, გარდა დასჯისა. შესაძლოა ვთქვა, რომ შენ მე გული მატკინე. ეს ტკენაც დაგისაბუთო. შენც თავი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ ვერცერთი ვერ მივხვდეთ, რომ ორივე ჩვენი წარმოსახვების ტყვეები ვართ. ჩვენი წარმოსახვებისა ერთმანეთზე, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევთხზეთ. საბოლოო ჯამში, მთელი ჩვენი ურთიერთობა არის არა “მე და შენ”, არამედ წინასწარ შედგენილი სცენარების ჭიდილი: ჩემი სცენარი vs შენი სცენარი. და აქ არ არის კონტაქტი. რა ხდება მერე? მერე ვაგრძელებთ სცენარებით ურთიერთობას. ამ სცენარებში არის შენი ფსიქოლოგიური ტრავმები, ჩემი შიშები, შენი კომპლექსები, ჩემი მავნე ჩვევები, შენი რწმენა-წარმოდგენები, ჩემი როლ-მოდელები, შენი წითელი ღილაკები, ჩემი წაშლილი საზღვრები. მერე ეს ყველაფერი ერთმანეთში ითქვიფება და მერე ვიტყვით, აუცილებლად ვიტყვით, რომ ყოფამ შეგვჭამა. და არცერთს არ მოგვდის თავში აზრად, რომ არსებობს კონტაქტი, მთელი ამ სცენარებისგან თავისუფალი კონტაქტი. კი, არის ემოციებიც, არის ვნებაც, არის ყოფაც, ვართ ჩვენც, არიან სხვებიც,…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე