ცვლილებები მტკივნეულია და იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე, ძალიან უნდა ენდობოდე საკუთარ თავს. ამ გზაზე გაგატარებს მხოლოდ განზრახვა, მხოლოდ იდეა და ვერაფერი სხვა.

ნუ გეშინია ფერისცვალების. თუკი მოგინდება, რომ ყველაფერი ძველი გაუშვა, დაე იყოს ასე. მიიღებ სივრცეს, რომელსაც შეავსებ ახლით. ნუ გეშინია განზრახვების. რადგან თუკი განზრახვები გაჩნდა, ე.ი. აზროვნებ და აქტი შედგა. ათვლაც დაიწყო. სადღაც აუცილებლად ამოფეთქავს. როდის და როგორ, ეს შენი გადასაწყვეტია. ნუ გეშინია შიშების. სხვანაირად განზრახვები არ ჩნდებიან. ნუ გეშინია ახლად დაბადების. ეს ყველაზე მაგიური რამეა. ეს ნიშნავს, რომ მანამდე არარსებული შექმენი, საკუთარივე თავისაგან. და სიყვარულით. მხოლოდ სიყვარულით. ყველა ცხოვრება ცვლილების ამბავია. ცვლილებები ძნელია. ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მოაქვს ცვლილება. და სამყარო მუდამ ცვალებადია. თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ადამიანებს ცვლილებების გვეშინია. შიშებზე უამრავი თქმულა, უამრავი დაწერილა. თუმცა, ამ მომენტში ეს მახსენდება: “შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, რომელსაც სრული დავიწყება მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, რაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე” – დიუნი. ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეჰყვე, ფრთები მოკეცო და ქარიშხალს შეჰყვე. აცადო შიშს გაიაროს შენში და შენზე. ზოგჯერ აქამდე არსებული ქცევა, შაბლონი, პატერნი, განმეორებადობა ან ის, რაც გიშენებია, რაც სხეულის ყველა უჯრედმა ავტომატურ დონეზე იცის, უბრალოდ უნდა მოარღვიო, ჩამოანგრიო კედელი შენს წინ და გაიხედო იმის მიღმა. იქ, სადაც შენი შინაგანი მზერა ჯერ…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე