როცა ფიქრობ, რომ ვეღარაფერს აკონტროლებ, რადგან ამ შეშლილ დროებაში ვეღარავინ ვეღარაფერს აკონტროლებს გარდა ოლიგარქებისა, დიქტატორებისა და არაადეკვატური მილიონერებისა, რა უნდა ქნა? ამ კოლექტიურ ქაოსს, ჩემი აზრით, ღრმა სულიერი ძიებები ძალიან უხდება. თქვენი არ ვიცი და მე ვამჩნევ ტენდენციებს ჩემს ირგვლივ ადამიანებში, საკუთარ თავშიც, რომ ვიპოვოთ რაღაც ახალი არსებული რწმენების, ფასეულობების სისტემის თუ სოციალური სტრუქტურების მიღმა. ჯერ არ ვიცი, რას ვიპოვი, თუმცა იმას ვგრძნობ, რომ რაღაც გარანტიების მსგავსი მინდა ჩემივე სიმშვიდისთვის, ალბათ. წინასწარ მინდა ვიცოდე, რომ რასაც ვიპოვი, ის კეთილდღეობას მომიტანს. მატერიალურზე უფრო მეტად, ემოციური უსაფრთხოება მინდა ვიგრძნო. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი ეს საჭიროება ჩემივე კონტროლის მოთხოვნილებიდან მოდის და კარგი არაფერი მოაქვს, გარდა უძილობისა და შფოთვისა. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩემი საყვარელი სიზმარი გავიხსენე, სადაც ყველაფერი უკუღმა ხდებოდა სულ და ასეთ იდეამდე მივედი, რამაც ძალიან დიდ ინტერესში ჩამაგდო – ირინე, მოდი იყოს პირიქით, იმის სრულიად საპირისპიროდ, რისი მოთხოვნილებაც ახლა გაქვს. თუკი კონტროლი გინდა, მოდი, დანებება /გაშვება ისწავლე. თუკი წესრიგი გინდა, მოდი ქაოსში ყოფნა ისწავლე. თუკი სიმყარე გინდა, მოდი, დარბილება ისწავლე. ვფიქრობ, ჩემთვის არის ეს გზა. კონტროლის გაშვება – ჯერ სხეულით დავიწყე. მე ძალიან მიყვარს ხელებით ცეკვა და ზოგადად, ჩემი ხელები ძალიან მომწონს, რადგან სწორედ აქ მაქვს კონტროლის შეგრძნება. მახსოვს,…
ვიცი, რომ არეულად დავწერე. ვიცი, რომ ბოლომდე ვერ ვახერხებ იმის გადმოტანას ფურცელზე, რაც შიგნით მიტრიალებს. ვიცი, რომ ქაოსში ვარ. არაუშავს. ასე ვსწავლობ გარედან შევხედო ჩემს ქაოსს.