ამ ძალიან ცნობიერ პროცესში ერთი უტყუარი ჭეშმარიტება არსებობს: მარადიულია მხოლოდ ცვლილება. ჩემი გაგებით, სელფის ტრანსფორმაციაც ამას ნიშნავს, აცნობიერებდე, რომ ცვლილებები გარდაუვალია და საკუთარი თავი გახადო ამ პროცესის შემქმნელად. კი არ დაელოდო, როდის დაგმართებს გარემო იძულებით ცვლილებას, არამედ თავად დააინიცირო და მართო პროცესი. არადა, ცვლილებები თითქოს მტკივნეულია. განსაკუთრებით, დიდი ცვლილებები და განსაკუთრებით, დიდხნიანი პაუზის შემდეგ. შემჩნეული მაქვს, რომ პატარა დოზებით ცვლილებებს ისეთი შემაშფოთებელი ემოციები არ ახლავს თან. ამიტომ, სელფის ტრანსფორმაციის პროცესში, ჩემი თავისთვის ვიპოვე ასეთი მიდგომა: პატარა ნაბიჯების ხელოვნება. სელფის ტრანსფორმაცია, როგორც ვთქვი, ცნობიერი პროცესია და ის მოითხოვს საკუთარი იდენტობის, ფასეულობების, რწმენების და ქცევის პატერნების კარგად გადააზრებას. პირველ სიგნალად ჩნდება გაცნობიერება, რომ ცვლილება საჭიროა და ამას მოჰყვება ერთგვარი აღიარება, ხმამაღალი დეკლარირება. ძალიან ხშირად ეს ნეგატიურ ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც იწვევს რაიმე ცხოვრებისეული მოვლენა, საიდანმე გაქცევის სურვილი (ეს შეიძლება იყოს როგორც ურთიერთობები, ასევე პროფესიული გარემო). მე ამას ერთგვარ ჩამრთველს ვეძახი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი სამოქმედო ბიძგის მიცემა ადამიანისთვის. და თუკი ამ სიგნალს სათანადოდ მოვუსმენთ, ჩნდება მოტივაცია, რომელიც გვეხმარება წინააღმდეგობების გადალახვაში, ჩნდება სურვილი, რომელიც გვახედებს მომავალში და ჩნდება ერთგვარი ხედვა იმისა, თუ რისთვის გვინდა იყოს ჩვენი ცვლილება, ცხოვრების რომელ ასპექტში და რა შედეგების მომტანი. მერე მოდის ცოდნის ეტაპი. ეს ის საინტერესო ნაწილია, სადაც ახალ…
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.