თითქოს მინდოდა დამეწერა დამკვირვებლის ეფექტზე, როგორც ამას კვანტური ფიზიკის სხვადასხვა ექსპერიმენტები აღწერს, ვიგნერის მეგობრის პარადოქსზე, ცოტა რამ ობიექტური რეალობის შესახებაც. თუმცა, ვუყურებ ცარიელ ფურცელს და მახსენდება, როგორი ცარიელი გამოვედი ბევრ საათიანი მდუმარე მედიტაციის პრაქტიკიდან გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს. დღეების მანძილზე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი სუნთქვას. დღესაც ძალიან ცარიელი გამოვედი 5 რიტმის 10+ საათიანი ვორქშოპიდან. გადაბმულად რამდენიმე საათი, ჩემი სხეული სხვადასხვა რიტმის ქვეშ მოძრაობდა ასევე ჩუმად, უმიზნოდ და უბრალოდ ვაკვირდებოდი რა ხდებოდა შიგნით. სიცარიელე ამ ორივე შემთხვევაში კარგი გაგებისაა. ეს ნამდვილად არის არაფრის მდგომარეობა – როცა სხეულშიც არაფერია, გონებაშიც, წარსულშიც, მომავალშიც. საითაც გაიხედავ, ყველგან ყველაფერი დაცლილია სიტყვებისგან, აზრებისგან, შეფასებებისგან და შენ უბრალოდ ხარ. წინა კვირას ასეთი წინადადებაც ვუთხარი მეგობარს, მე მხოლოდ ვარ „ვარ“-ის პროცესში, სულ ეს არის. თითქოს ამაზე დიდად ლაპარაკს ვერ ვახერხებ, რადგან ყველაზე მეტად მიჭირს რაიმე სიტყვებით აღვწერო ეს პროცესი – ის, რაც ჩუმად დამზერას მოაქვს. თუმცა, გადავწყვიტე მაინც ვცადო. ვაცნობიერებ, რომ ეს აღწერა იქნება ცალმხრივი და ალბათ აჩვენებს მხოლოდ ერთ ფოკუსს. პროცესი კი მრავალმხრივი და მრავალსახიანია. მეტაფორული შედარება რომ მოვიყვანო, თითქოს შედიხარ ას სართულიან შენობაში, რომელსაც უამრავი ფანჯარა აქვს. ყველა ფანჯრიდან სხვადასხვა ხედი იშლება, სამყაროს სხვადასხვა სურათი ჩანს. შენ კი ერთ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შეგიძლია…
თითქოს ამაზე დიდად ლაპარაკს ვერ ვახერხებ, რადგან ყველაზე მეტად მიჭირს რაიმე სიტყვებით აღვწერო ეს პროცესი – ის, რაც ჩუმად დამზერას მოაქვს. თუმცა, გადავწყვიტე მაინც ვცადო. ვაცნობიერებ, რომ ეს აღწერა იქნება ცალმხრივი და ალბათ აჩვენებს მხოლოდ ერთ ფოკუსს. პროცესი კი მრავალმხრივი და მრავალსახიანია.