ეს შიშები როგორც ჩნდებიან, ისევე ქრებიან. ძალიან ხშირად ისიც კი საკმარისია ადამიანს გონებაში მოუხსნა ბარიერი. სულ ერთი წამით, მისცე საშუალება წარმოიდგინოს, რომ კი არ ეშინია, პირიქით, ყველაფერი შეუძლია. და რას გააკეთებდა ამ დროს?

უნდა შეგეშინდეს. ძალიან უნდა შეგეშინდეს. და მერე მოგინდეს შენს შიშებთან პირისპირ აღმოჩნდე და დიალოგი გააბა. შიში ბევრნაირია. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ადამიანის გონება მოიფიქრებს. ვიხსენებ, ბოლო 6 წლის მანძილზე რამდენი ადამიანი მჯდარა ჩემს „ყვითელ სავარძელში“ და რამდენი ამბავი მოუყოლია. რამდენი შიში მომისმენია და რამდენი რამის შემშინებია მე თვითონ. ძირითადად, ეს ყველაფერი აისახება თითო მოკლე ფრაზით: რომ არ გამომივიდეს? … ვერ შევძლებ… ვერ წარმომიდგენია … არ გამომივა … ხელს შემიშლის ესა და ეს … მე რომ ბედი მქონოდა :))))) ეს ყველაფერი შიშებია. ნაირ-ნაირი და ჭრელ-ჭრელი. და საერთო რა აქვთ იცით? ენერგიას გაცლიან. სრულიად უმოქმედოს გხდიან და შენი სხეულით იკვებებიან. ჩაიბუდებენ და არიან შენთან მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ დროა წამოდგე, შიშები ჩამოიფერთხო, ფანჯარა შეაღო და ღრმად ჩაისუნთქო. თუმცა, ისეც ხდება, რომ წამოდგომის ნაცვლად, მათთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას და, რაღაც მომენტში, ისე ეგუები ამ ყველაფერს, რომ შენი მე-ს შემადგენელი ნაწილი ხდება. ნელ-ნელა პატარავდები, იცრიცები და იწყებ მტკიცებას, რომ ეს ასეა, რომ აუცილებლად მიგატოვებენ, რომ აუცილებლად დამარცხდები, რომ აუცილებლად შეგეშლება, რომ აუცილებლად არ გამოგივა, აუცილებლად რთულია ან თითქმის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, შეგეშლება კიდევაც და დამარცხდები კიდევაც, მაგრამ რას აკეთებ მერე? ერთი დიდი შიში მაშინ ვჭამე, როცა მითხრეს, “აბა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ…

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა. გპირდებით, თქვენი მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან საკონტაქტოდ <3

რეგისტრაცია პრაქტიკაზე