რას ვაკეთებთ
ჯგუფური ქოუჩინგი
ცნობიერი პრაქტიკის სერია არის ყოველთვიური ჯგუფური შეხვედრები. აქ ვქმნით სივრცეს თვითჩაღრმავებისთვის, ვსვამთ კითხვებს, ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტების და კონცეფციების გამოყენებით, ვაზიარებთ გამოცდილებას და შევდივართ დისკუსიაში. ყველა მონაწილეს მიაქვს ის გაცნობიერებები, რისთვისაც არის მზად.
ცნობიერი პრაქტიკის თემებია თვითძიება და შემეცნება. თითოეული აქტივობა არის გამოცდილება, რომელსაც ვიძენთ. თითოეული კითხვა არის ფიქრის საბაბი, რომელსაც ვუდგებით ცნობისმოყვარეობით. თითოეული მიგნება არის შესაძლებლობა გამოვცადოთ ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში. ცნობიერი პრაქტიკის კონცეფცია შენდება სურვილის ირგვლივ ვიკვლიოთ ფუნდამენტური ეგზისტენციალური საკითხები. ამ პროცესისთვის ვქმნით პარტნიორულ, უსაფრთხო, არაგანსჯით გარემოს, საკუთარი და ერთმანეთის შინაარსებს ვუტოვებთ თავისუფლებას და ვაკეთებთ დათქმებს, რომ ყველანაირ ემოციას, აზრს, გამოცდილებას, ფიქრს თუ ენერგიას აქვს არსებობის სივრცე. ყველაფერი შეიძლება იყოს გაცნობიერების საბაბი.